უნივერსიტეტის ქუჩაზე ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა და ოთხი ავტომანქანა დაზიანდა
უნივერსიტეტის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ავტომანქანა დაზიანდა.
მომხდარის შედეგად, მსუბუქად დაშავდა „აუდის“ მარკის ავტომანქანის მძღოლი.
თვითმხილველების განცხადებით, „აუდის“ მარკის ავტომობილი ჯერ „სუბარუს“ მარკის ავტომანქანას, ხოლო შემდეგ ბორდიურს და ბილბორდის ბოძს შეეჯახა. ბორდიურის ფრაგმენტებმა ახლოს მდგარი კიდევ ორი ავტომანქანა დააზიანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ჯგუფი.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.