ულტრანაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები „თბილისი პრაიდის“ ოფისში აივნიდან ავიდნენ და ლგბტქ+ თემის დროშები ჩამოხსნეს [ფოტო, ვიდეო]
13:21, 05.07.2021
თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ ოფისი მდებარეობს, აქციის მონაწილეები შეიჭრნენ. ისინი ოფისში აივნიდან გადავიდნენ, ლგბტქ+ თემის წარმომადგენელთა დროშები ჩამოხსნეს, დახიეს, აივნიდან გადმოყარეს და დაწვეს.
სამართალდამცველებმა მათ ოფისში კარიდან შესვლის საშუალება არ მისცეს, ისინი კედლიდან ავიდნენ და ისე შეძლეს ოფისის შენობაში შესვლა. მათ შენობის აივანზე საქართველოს დროშა გადმოკიდეს.