„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა მეტროსადგურ „რუსთაველთან“ კარვები გაშალეს
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა მეტროსადგურ „რუსთაველთან“ კარვები გაშალეს

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა მეტროსადგურ „რუსთაველთან“ კარვები გაშალეს.

ისინი „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას აპროტესტებენ და ადგილზე დარჩენას მთელი ღამის განმავლობაში გეგმავენ.

ადგილზე მყოფების განცხადებით, აქციისა და კარვების გაშლის მიზანია, პრაიდის კვირეულის ფარგლებში ხვალ დაგეგმილი ღირსების მარში ვერ შედგეს.

პრაიდის კვირეული პირველ ივლისს დაიწყო, 5 ივლისს კი ღირსების მარში გაიმართება.

დატოვე კომენტარი