ულტრანაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე აქციას მართავენ, ჟურნალისტების მისამართით ბოთლებსა და ჯოხებს ისვრიან [ვიდეო]

ულტრანაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე აქციას მართავენ, ჟურნალისტების მიმართ აგრესიულად არიან განწყობილი. მედიის წარმომადგენლებს ისინი აქციაზე მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეები ჟურნალისტების მისამართით ბოთლებსა და ჯოხებს ისვრიან.