რუსეთში, ბურიატეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ულან-უდეში ომის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დააკავეს.
როგორც უფლებადამცველი ორგანიზაცია OVD-Info იტყობინება, დაკავებულია სულ მცირე რვა ქალი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, საპროტესტო აქცია ულან-უდეს საბჭოს მოედანზე გაიმართა, სადაც სახალხო ერთიანობის დღესთან დაკავშირებით სამთავრობო მიტინგი უნდა ჩატარებულიყო.
როგორც „უტრო ბურიატიის“ ტელეგრამ არხი წერს, დემონსტრაციის გამო, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ღონისძიება ჩაიშალა.