ულან-უდეში ომის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დააკავეს

14:53, 04.11.2022

რუსეთში, ბურიატეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ულან-უდეში ომის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დააკავეს.

როგორც უფლებადამცველი ორგანიზაცია OVD-Info იტყობინება, დაკავებულია სულ მცირე რვა ქალი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საპროტესტო აქცია ულან-უდეს საბჭოს მოედანზე გაიმართა, სადაც სახალხო ერთიანობის დღესთან დაკავშირებით სამთავრობო მიტინგი უნდა ჩატარებულიყო.

როგორც „უტრო ბურიატიისტელეგრამ არხი წერს, დემონსტრაციის გამო, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ღონისძიება ჩაიშალა.

მსგავსი