უკვე ოფიციალურად - სტიპე მიოჩიჩისა და დენიელ კორმიეს მესამე ბრძოლა 15 აგვისტოს გაიმართება
დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მძიმე წონითი დივიზიონში სატიტულო ბრძოლა ჩაინიშნა. ოფიციალურად, ჩემპიონი სტიპე მიოჩიჩი ტიტულის დაცვას დენიელ კორმიეს წინააღმდეგ 15 აგვისტოს UFC 252-ის ფარგლებში დაიცავს. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გაიმართება აღნიშნული დაპირისპირება, თუმცა ESPN-ზე დაყრდნობით, დიდი ალბათობით ბრძოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება.
მიოჩიჩსა და კორმიეს შორის ანგარიში 1-1 არის. პირველი ბრძოლა 2018 წელს კორმიემ ნოკაუტით მოიგო. 2019 წელს კი სტიპემ რევანშის აღება და ტიტულის დაბრუნება შეძლო.