დენიელ კორმიე სტიპე მიოჩიჩის დამარცხებას ჭიდაობის ხარჯზე გეგმავს
დენიელ კორმიე სტიპე მიოჩიჩის დამარცხებას ჭიდაობის ხარჯზე გეგმავს

რამდენიმე დღის წინ, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) პრეზიდენტმა დანა ვაიტმა დაადასტურა, რომ მძიმე წონითი კატეგორიის სატიტულო ბრძოლა სტიპე მიოჩიჩსა და დენიელ კორმიეს შორის, 15 აგვისტოს, ლას ვეგასის „აპექსის” დარბაზში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ „აპექსის” დარბაზის ოქტაგონი სტანდარტულ გალიაზე ხუთი ფუნტით პატარაა. ეს კი დენიელ კორმიეს გარკვეულ უპირატესობას აძლევს.

კორმიე და მიოჩიჩი აქამდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი ბრძოლა „დი სიმ“ ნოკაუტით მოიგო, რემატჩი კი სტიპეს გამარჯვებით დასრულდა. განმეორებითი ბრძოლის ყველაზე დიდ შეკითხვას წარმოადგენდა, თუ რატომ არ გამოიყენა კორმიემ მაღალი დონის ჭიდაობის უნარები? როგორც ჩანს,  მიოჩიჩთან მესამე ბრძოლის დროს, ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ანალოგიური შეცდომის გამეორებას არ აპირებს. ამაში მას ხუთი ფუნტით პატარა ზომის გალია კარგად დაეხმარება.

„მე ძალიან მიყვარს „აპექსში“ გამოსვლა. ბრძოლას დაახლოებით კიურტის ბლეიდსივით წარვმართავ. ეს არ იქნება 25 წუთიანი ბრძოლა, სადაც მხოლოდ დგომში შევუტევთ ერთმანეთს. იმედი მაქვს სტიპეს თან ექნება ჭიდაობის ფეხსაცმელები, რადგან პატარა ოქტაგონის პირობებში მას ჩემთან დიდი ხანი მოუწევს პარტერში ყოფნა. ეს არის რაც იქნება. ბოდიშს ვიხდი,“ – განაცხადა კორიემ „ი-ეს-პი-ენ“-თან (ESPN) საუბრისას.

დატოვე კომენტარი