დენიელ კორმიემ კარიერა დაასრულა
დენიელ კორმიემ კარიერა დაასრულა

დენიელ კორმიემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შერეულ ორთაბრძოლებში კარიერას ასრულებს. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა ამის შესახებ „ი-ეს-ფი-ენ“-ს (ESPN) ეთერში არიელ ჰელვანისთან საუბრის დროს კიდევ ერთხელ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლა კორმიემ სტიპე მიოჩიჩთან გამართა და ხუთი რაუნდის შემდეგ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

„მე ბრძოლას აღარ ვაპირებ. მე ამის შესახებ სტიპესთან ბოლო ბრძოლის შემდეგ ჯო როგანთან ვესაუბრე. მე ოქტაგონზე საბრძოლველად მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის, ანუ ქამრისთვის გავდივარ. ამჟამად ცოტა რთული წარმოსადგენია თუ როგორ შევძლებ კვლავ ჩემპიონის ტიტულისთვის დაპირისპირებას. აქედან გამომდინარე კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება ძალიან მტკიცედ მაქვს მიღებული. მე ზედიზედ ორი ბრძოლა წავაგე. ახლა 41 წლის ვარ. ათლეტი უნდა ხვდებოდეს, თუ როდის უნდა წავიდეს აქტიური სპორტიდან. ვფიქრობ ჩემთვის ეს დრო სწორედ ახლა დადგა.“ – განაცხადა კორმიემ.