დენიელ კორმიე - შერეულ ორთაბრძოლებს მაიკლ ჯორდანი არ ჰყავს
დენიელ კორმიე - შერეულ ორთაბრძოლებს მაიკლ ჯორდანი არ ჰყავს

მსოფლიოს მასშტაბით ბევრი დაობს თუ ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ათლეტი შერეულ ორთაბრძოლებში. ორი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი დენიელ კორმიე აცხადებს, რომ შერეულ ორთაბრძოლებში საუკეთესო არ არსებობს.

„კალათბურთს ჰყავს მაიკლ ჯორდანი, რომელიც პლანეტაზე საუკეთესოა. თუმცა როდესაც საქმე ეხება შერეულ ორთაბრძოლებს აქ საქმე ცოტა რთულად არის.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დაგვავიწყდა ერთი ფაქტი – ჯორდანს პლეი ოფში არაერთხელ წაუგია. ის ხშირად აგებდა. ასე რომ, ის არ იყო დაუმარცხებელი. თუმცა, თუ მე უნდა ავირჩიო მებრძოლი, რომელმაც თავის კარიერაში ყველაფერი სწორად გააკეთა და იდეალურ ფიზიკურ კონდიციაში უდგებოდა ყველა დაპირისპირებას, ეს დემეტრიუს ჯონსონი იქნება. მან ძალიან ბევრჯერ დაიცვა ტიტული და თითოეული ბრძოლისთვის უმაღლეს დონეზე იყო მზად. ის ძალიან იშვიათად ცდებოდა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ ჯონსონი ერთ-ერთი საუკეთესოა. ზოგადად როდესაც შერეულ ორთაბრძოლებზე ვსაუბრობთ, ძალიან ძნელია გამოარჩიო ერთი ათლეტი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს სპორტში არის ხუთი-ექვსი მებრძოლი, რომლებსაც შეგვიძლია ვუწოდოთ საუკეთესოები,“ – განაცხადა კორმიემ.