დენიელ კორმიე მიიჩნევს, რომ ჯასტინ გეიჯი ხაბიბის ყველაზე რთული ტესტი იქნება
დენიელ კორმიე მიიჩნევს, რომ ჯასტინ გეიჯი ხაბიბის ყველაზე რთული ტესტი იქნება

მიმდინარე წლის ოქტომბერში ოქტაგონს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქი წონითი დივიზიონის (lightweight) დაუმარცხებელი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი დაუბრუნდება. მისი მეტოქე ჯასტინ გეიჯი იქნება, რომელმაც ტონი ფერგიუსონი დამაჯერებლად დაამარცხა და ამჟამად დროებითი ჩემპიონის ტიტულს ფლობს.

ხაბიბის მეგობარი და თანაგუნდელი დენიელ კორმიე, რომელიც სავარაუდოდ კარიერაში უკანასკნელ ბრძოლას მიმდინარე კვირას გამართავს, მიიჩნევს, რომ გეიჯი ხაბიბის კარიერაში ყველაზე რთულად დასამარცხებელი მეტოქე იქნება. ამის შესახებ მან Yahoo Sports- თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მე ვთვლი, რომ მომდევნო ბრძოლა ხაბიბს დივიზიონში ყველაზე რთულად დასამარცხებელ მეტოქესთან აქვს და მგონია, რომ უმეტესობა ასე მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ხაბიბი ამოცანას თავს კარგად გაართმევს.

ბრძოლა იქნება ძალიან დაძაბული და მძიმე. ხაბიბი მამის ტრაგიკულ სიკვდილს მოტივაციის სახით გამოიყენებს. ეს მას აუცილებლად დაეხმარება. ის პროფესიონალია. მე მას სიამოვნებით დავეხმარები ყველაფერში. გარდა იმისა, რომ ხაბიბი ჩემი თანაგუნდელი და ერთადერთი ჩემპიონია AKA-ს დარბაზიდან, ის ჩემი კარგი მეგობარიც არის. მე მსურს მას მაქსიმალურად გვეერდში დავუდგე“, – განაცხადა კორმიემხაბიბ ნურმაგომედოვისა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა 24 ოქტომბერს შედგება. ორგანიზაციას ჯერჯერობით არ დაუსახელებია ადგილი, თუ სად გაიმართება დაპირისპრიება.

დატოვე კომენტარი