სტიპე მიოჩიჩი ბრძოლისთვის მზადაა
სტიპე მიოჩიჩი ბრძოლისთვის მზადაა

მედიაში დიდი ხანია საუბრობენ აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონ სტიპე მიოჩიჩისა და დენიელ კორმიეს მესამე დაპირისპირებაზე. როგორც ჩანს, მხარეებმა ბრძოლაზე უკვე მოილაპარაკეს.

მიოჩიჩმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა – „დრო დადგა. ვინ არის მზად?“

დენიელ კორმიემ პასუხი არ დააყოვნა. ფაქტობრივად, მებრძოლებმა დაადასტურეს, რომ ტრილოგია აუცილებლად, თანაც ძალიან მალე შედგება. მეტიც – კორმიემ მოგვიანებით ტვიტერის საკუთარ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის კონტრაქტს ხელს აწერს. სწორედ ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბრძოლა მალე შედგება.

შეგახსენებთ, რომ პირველი ბრძოლა დენიელ კორმიემ ნოკაუტით მოიგო და ერთდროულად ორი დივიზიონის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. რემატჩში გამარჯვება მიოჩიჩს დარჩა. სტიპემ მეოთხე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა მეტოქე და ქამარი დაიბრუნა.