უკვე ოფიციალურად – სტიპე მიოჩიჩისა და დენიელ კორმიეს მესამე ბრძოლა 15 აგვისტოს გაიმართება

10:21, 10.06.2020

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მძიმე წონითი დივიზიონში სატიტულო ბრძოლა ჩაინიშნა. ოფიციალურად, ჩემპიონი სტიპე მიოჩიჩი ტიტულის დაცვას დენიელ კორმიეს წინააღმდეგ 15 აგვისტოს UFC 252-ის ფარგლებში დაიცავს. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გაიმართება აღნიშნული დაპირისპირება, თუმცა ESPN-ზე დაყრდნობით, დიდი ალბათობით ბრძოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება.

მიოჩიჩსა და კორმიეს შორის ანგარიში 1-1 არის. პირველი ბრძოლა 2018 წელს კორმიემ ნოკაუტით მოიგო. 2019 წელს კი სტიპემ რევანშის აღება და ტიტულის დაბრუნება შეძლო.

მსგავსი