დანა ვაიტმა დაადასტურა, რომ სტიპე მიოჩიჩისა და დენიელ კორმიეს მესამე ბრძოლა ლას ვეგასის „აპექსის“ დარბაზში გაიმართება
დანა ვაიტმა დაადასტურა, რომ სტიპე მიოჩიჩისა და დენიელ კორმიეს მესამე ბრძოლა ლას ვეგასის „აპექსის“ დარბაზში გაიმართება

შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები დიდი ხანია ელოდებიან სტიპე მიოჩიჩისა და დენიელ კორმიეს ტრილოგიას. მებრძოლები მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამრისთვის ერთმანეთს კარიერიაში მესამედ, 15 აგვისტოს დაუპირისპირდებიან. ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დანა ვაიტმა ESPN-თან საუბრისას დაადასტურა, რომ ეს ძალიან საინტერესო ბრძოლა ლას ვეგასის „აპექსის“ დარბაზში შედგება. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ქარდები სწორედ აღნიშნულ ლოკაციაზე იმართება.

ერთ-ერთი შეკითხვა ეხებოდა გულშემატკივრების არენებზე დაბრუნებას, თუმცა ვაიტმა ამასთან დაკავშირებით, კონკრეტული და ახალი არაფერი თქვა.

„მანამდე, სანამ პანდემია ტემპებს არ დააგდებს, ეს შეუძლებელია. გულშემატკივრების დაბრუნებამდე ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდე დიდი დროა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც ფანებს დააბრუნებს, თუმცა ეს მოხდება სახელმწიფოსთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, მაშინ როდესაც ამის რეალური შანსი გაჩნდება“ – განაცხადა ვაიტმა.