უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების მიერ მოპოვებული ცნობების თანახმად, ტიმოშენკოს ადგილზე იგეგმება კიევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსეი კულებას დანიშვნა.

როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, თანამდებობიდან წავლენ ასევე სუმის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები.