დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვეში რუსეთის თავდასხმებს რვა მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვეში რუსეთის თავდასხმებს რვა მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვეში რუსეთის თავდასხმებს რვა მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო ავრცელებს.

მისივე ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ცეცხლი გახსნეს ბაზრის, ავტოსადგურისა და დასახლებების მიმართულებით.