უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 2023 წლის პირველ ცხრა თვეში დასავლურმა კომპანიებმა რუსეთში 2,9 მილიარდი დოლარის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტები მიაწოდეს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 2023 წლის პირველ ცხრა თვეში დასავლურმა კომპანიებმა რუსეთში 2,9 მილიარდი დოლარის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტები მიაწოდეს

2023 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში დასავლურმა კომპანიებმა რუსეთში 2,9 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტები მიაწოდეს, – ნათქვამია ერმაკ-მაკფოლის ჯგუფის ახალ ანგარიშში, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შედგენაზე მუშაობს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ანგარიშის თანახმად, უკრაინის მიერ განადგურებული ან ხელში ჩაგდებული რუსული იარაღის ნიმუშებში აღმოჩენილია 250-ზე მეტი დასავლური კომპანიის მიერ წარმოებული კომპონენტები. ექსპერტები საჭიროდ მიიჩნევენ, მიღებულ იქნას ზომები, რომ საექსპორტო კონტროლმა აღკვეთოს რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის მცდელობები.

„რუსეთის იარაღის წარმოების შესაძლებლობის შეზღუდვა არის საკვანძო. სწორედ ეს მიმაჩნია ნომერ პირველ პრიორიტეტად სასანქციო პოლიტიკისთვის. ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ჩვენი ჯგუფის ექსპერტები მიუთითებენ ეფექტიანობის გაძლიერების ბევრ გზაზე. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, – განაცხადა „ფრიმან სპოგლის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის“ დირექტორმა, მაიკლ მაკფოლმა.