უკრაინული მედიის ინფორმაციით, სუმში ავიადარტყმის შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სუმში განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია.
მედიის ცნობით, ნანგრევებში მოყოლილთა ძებნა გრძელდება.
გავრცელებული ცნობით, ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 500-კილოგრამიანი ბომბი ჩამოაგდეს.