უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა
უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა

უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა.

„დაზიანებულია სკოლის შენობა, ცენტრალური საქალაქო საავადმყოფო, რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობა და წყალმომარაგების ობიექტი“, – აღნიშნულია სუმის რეგიონის ადმინისტრაციის განცხადებაში.

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ ოდესაზეც. ღამით რუსეთი უკრაინას 37 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, მათგან უკრაინის საჰაერო ძალებმა 33-ის ჩამოგდება მოახერხეს.