მედიის ცნობით, ღაზის სექტორში, ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკის სკოლაზე ისრაელის ავიადარტყმას, სულ მცირე, 17 პალესტინელი ემსხვერპლა, 32 კი დაშავდა

17:49, 24.10.2024
Palestinians inspect the site of an Israeli strike on a school sheltering displaced people, amid the Israel-Hamas conflict, in Nuseirat in the central Gaza Strip October 24, 2024. REUTERS/Khamis Al-Rifi

ღაზის სექტორში, ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკის სკოლაზე ისრაელის ავიადარტყმას, სულ მცირე, 17 პალესტინელი ემსხვერპლა, 32 კი დაშავდა. დაღუპულებს შორის არიან ბავშვები და ქალები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ნუსეირატის საავადმყოფოზე დაყრდნობით ავრცელებს.

სკოლას იძულებით გადაადგილებული პირები აფარებდნენ თავს.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ დარტყმის სამიზნე სკოლაში განთავსებული „ჰამასის“ სამეთაურო და მართვის ცენტრი იყო. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, იერიშამდე მათ მიმართეს ზომებს, რათა სამოქალაქო პირებისთვის საფრთხე შეემცირებინათ.

მსგავსი