უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მიკოლაივი და ხარკოვი დაბომბეს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მიკოლაივი და ხარკოვი დაბომბეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქები – მიკოლაივი და ხარკოვი დაბომბეს. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

დილიდან უკრაინის ლვოვის, კიევის, დნიპროს და ზაპოროჟიას ოლქებში განგაშის სიგნალები ჩაირთო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად მსხვერპლის რიცხვი 57-მდე გაიზარდა.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ბოლო ერთ დღეში რუსეთის 11 სამიზნე გაანადგურეს. მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ ომის შედეგად უკრაინის ეკონომიკა წელს 45%-ით შემცირდება.