უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთისგან უკრაინის დასაცავად აშშ ყოვლისმომცველ ინიციატივებზე მუშაობს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთისგან უკრაინის დასაცავად აშშ ყოვლისმომცველ ინიციატივებზე მუშაობს

ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთისგან უკრაინის დასაცავად აშშ ყოვლისმომცველ ინიციატივებზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

თეთრ სახლში ჩატარებული ბრიფინგისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ყოვლისმომცველი ინიციატივების შემუშავებას გეგმავს, რათა თავიდან იქნას აცილებული უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა.

ჯო ბაიდენის თქმით, ის მუდმივ კონტაქტზე იმყოფება ევროპელ მოკავშირეებთან, ასევე უკრაინულ მხარესთან და ახლა მიმდინარეობს ყოვლისმომცველი, მნიშვნელოვანი ინიციატივების შემუშავება. ჯო ბაიდენს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის ინიციატივების შემუშავება იგეგმება, თუმცა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვას გეგმავს.