უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა სუმის ოლქზე საარტილერიო შეტევა განახორციელეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტები დაბომბეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა საარტილერიო შეტევა სუმის ოლქზე განახორციელეს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სკოლა, გაზსადენი და ელექტრო ტრანსფორმატორი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის არმიამ უკრაინის დონეცკის რეგიონში სოფელი ტორსკოე გაათავისუფლა.
პარალელურად, ქვეყნის სამხრეთში წარმატებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული არმიის „კა 52“-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენი, 50-მდე რუსი მებრძოლი და ორი ტანკი გაანადგურეს. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთს შავ ზღვაში საბრძოლო მორიგეობაზე რვა ხომალდი ჰყავს მობილიზებული, რომელთაგან სამი „კალიბრის“ საკრუიზო რაკეტებით არის აღჭურვილი.