ბოლო დღე-ღამეში, რუსეთის ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს სუმის ოლქში ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ღამით იბომბებოდა უკრაინის კიდევ ორი ოლქი
ბოლო დღე-ღამეში, რუსეთის ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს სუმის ოლქში ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ღამით იბომბებოდა უკრაინის კიდევ ორი ოლქი

ბოლო დღე-ღამეში სუმის ოლქში, რუსეთის ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დმიტრი ჟივიცკი ავრცელებს.

ჟივიცკის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა სუმის ოლქის მიმართულებით  ცეცხლი დაახლოებით 300-ჯერ გახსნეს. 14 დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. დაბომბილია ინფრასტრუქტურული ობიექტები და საცხოვრებელი სახლები.

ამასთან, მედიის ცნობით, გვიან ღამით „ეს-300“ ტიპის რაკეტებით დაიბომბა მიკოლაევი. სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღანელის ვიტალი კიმის ცნობით, რაკეტა ორსართულიან სახლს მოხვდა, გარდაცვლილია ერთი მამაკაცი. რუსეთის ძალების იერიშის შედეგად მიკოლევში დროებით შეწყდა ელექტომომარაგება. ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება დილით აღდგა.

ღამით იბომბებოდა დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონიც. კერძოდ, ოკუპანტებმა გამოიყენეს „გრადები“ და მძიმე არტილერია. დაზიანებულია აგროსაწარმო და ელექტროგადამცემი ხაზები.