უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის სადესანტო ძალები ხარკოვის დაკავებას ცდილობენ
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის სადესანტო ძალები ხარკოვის დაკავებას ცდილობენ

რუსეთის დესანტი ხარკოვის დაკავებას ცდილობს. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის სადესანტო ძალები დაეშვნენ ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და თავს დაესხნენ ქალაქის სამხედრო საავადმყოფოს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქში შეტაკებები მიმდინარეობს.

მედიის ინფორმაციით, დესანტის გადმოსხმას ხარკოვში წინ უძღოდა ქალაქის ინტენსიური დაბომბვა. დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. არის მსხვერპლი.