უკრაინული მედიის ცნობით, ღამის განმავლობაში კიევსა და უკრაინის უმეტეს რეგიონში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული
ღამის განმავლობაში კიევსა და უკრაინის უმეტეს რეგიონში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით რვა „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, უკრაინამ 4-ის ჩამოგდება შეძლო.
მედიის ცნობით, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა პოლტავის ოლქზე, კრემენჩუგის რაიონში მდებარე სამრეწველო ობიექტზე, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
ამასთან, ზაპოროჟიეს სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, იური მალაშკოს თქმით, რუსეთი უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს ზაპოროჟიეს რეგიონსაც, დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტი.
უკრაინული მედია წერს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსებს შორის 79 სამხედრო შეტაკება მოხდა. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბრძოლა მიმდინარეობს კუპიანსკის, ლიმანის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.