უკრაინული მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 15-ჯერ დაარღვია
გასული დღე-ღამის განმავლობაში, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 15-ჯერ დაარღვიეს, რასაც ერთი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი 120 და 82 მმ-იანი კალიბრის შეიარაღებიდან გახსნეს.
გავრცელებული ცნობით, ასევე გამოყენებული იყო ტყვიამფრქვევები და ყუმბარმტყორცნები.