უკრაინული მედიის ცნობით, დონბასში ორი ქართველი მოხალისე დაიჭრა
უკრაინული მედიის ცნობით, დონბასში ორი ქართველი მოხალისე დაიჭრა

დონბასში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ორი ქართველი მოხალისე დაიჭრა, ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Censor-ი „ქართული ლეგიონის“ მეთაურის, მ.მ. სოციალურ ქსელებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც დაჭრილი ქართველის ფოტო გამოაქვეყნა.

„ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი წერს, რომ ერთ-ერთ დაჭრილია გ.გ.

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ამბოხებულებმა დაბომბვა 39-ჯერ განახორციელეს. დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში სეპარატისტები აცხადებენ, რომ უკრაინის არმიამ ბოლო 24 საათში 250-ზე მეტი ჭურვი ისროლა.