უკრაინული მედიის ცნობით, 21 თებერვალს რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 84-ჯერ დაირღვა, 64 შემთხვევაში კი, „მინსკის შეთანხმებებით“ აკრძალული იარაღის გამოყენება მოხდა
21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 84-ჯერ დაირღვა, მათგან 64 შემთხვევაში „მინსკის შეთანხმებებით“ აკრძალული იარაღის გამოყენება მოხდა.
ინფორმაციას უკრაინული სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში მომხდარი დაბომბვების შედეგად 12 უკრაინელმა სამხედრომ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო, ხოლო ორი ჯარისკაცი დაიღუპა.
21 თებერვალს რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.