უკრაინული მედია - ზელენსკიმ ბაიდენთან შეხვედრაზე ნატო-ში გაწევრიანებამდე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე ისაუბრა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანებამდე უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ განაცხადა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკი ჰიროსიმაში ჯო ბაიდენს შეხვდა.
აშშ-ის ლიდერთან მოლაპარაკებებისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ვილნიუსში ნატო-ს სამიტისთვის მზადებაზე ისაუბრა.
„სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებამდე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიღების მნიშვნელობას“, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.
გარდა ამისა, ზელენსკიმ ბაიდენს მადლობა გადაუხადა აშშ-ის დახმარებისთვის, მათ შორის აშშ-ის პრეზიდნტის მიერ გამოცხადებული სამხედრო დახმარების ახალი პაკეტისთვის, რომლის მოცულობა 375 მილიონი დოლარია.