უკრაინული მედია - სააკაშვილის ბინის ჩხრეკა იანუკოვიჩის თანაგუნდელების მიერ აქციების დაფინანსებას უკავშირდება
უკრაინული მედია - სააკაშვილის ბინის ჩხრეკა იანუკოვიჩის თანაგუნდელების მიერ აქციების დაფინანსებას უკავშირდება

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სახლში ჩხრეკა იმ საქმეს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიერ კიევში მოწყობილ აქციებს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის თანაგუნდელები აფინანსებდნენ. ამის შესახებ „უკრაინული პრავდა“ წერს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფლი ლიდერის სახლთან სპეცრაზმელები დღეს დილით გამოჩნდენენ. ამის შემდეგ სააკაშვილი სახურავზე ავიდა, საიდანაც მომხრეებს მიმართა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

სააკაშვილის თქმით, მას პოროშენკოს უკანონო ბრძანებით აკავებენ.

ამის შემდეგ უკრაინული ტელეკომპანიის ეთერში გამოჩნდა, თუ როგორ გაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი სახურავიდან სამხედრო ფორმიან ადამიანებს.

სააკაშვილის სახლთან ამ დრომდე რჩებიან სპეცრაზმელები და სააკაშვილის მხარდამჭერები.