სააკაშვილის დაკავება ევროკავშირისა და აშშ-ის "შავ სიაში" მყოფ ოლიგარქს უკავშირდება
სააკაშვილის დაკავება ევროკავშირისა და აშშ-ის "შავ სიაში" მყოფ ოლიგარქს უკავშირდება

უკრაინული მედიის ცნობით, მიხეილ სააკშვილის დაკავების მიზეზი სააკაშვილის აქციების უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიკტორ იანუკოვიჩის თანაგუნდელ ოლიგარქ სერგეი კურჩენკოს მიერ დაფინანსება გახდა.

სერგეი კურჩენკო რამდენიმე ენერგოკომპანიასა და ბანკს ფლობდა. უკრაინელმა ოლიგარქმა ქვეყანა ევრომაიდანის ცნობილი მოვლენების შემდეგ დატოვა  და ამჟამად რუსეთში იმყოფება.

აშშ-ის მთავრობამ, ევროკავშირმა და კანადამ სერგეი კურჩენკო შეიყვანა “შავ სიაში”, რომელშიც უკრაინის ხელისუფლების ის ყოფილი წევრები მოხვდნენ, რომელთაც 2014 წელს რუსეთის მიერ ყირმის ანექსიის ხელშეწყობასა და დონაბასში კონფლიქტში ჩართულობაში ადანაშუალებენ.

უკრაინული მედიის ცნობით, კურჩენკოს უკრაინაში 10 საქმეზე აქვს წაყენებული ბრალი. მას ბიუჯეტიდან 18 მილიარდი გრივნის უკანონო მითვისებაში ადანაშაულებენ

2014 წლის მონაცემებით, უკრაინული მედია კურჩენკოს ქონებას 266 მილიონ დოლარად აფასებდა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კიევში დღეს დააკავეს.