სააკაშვილი კიევში მსვლელობის გამართვას გეგმავს
სააკაშვილი კიევში მსვლელობის გამართვას გეგმავს

მიხეილ სააკაშვილი 10 დეკემბერს კიევში, სახალხო მარშის გამართვას გეგმავს.

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მხარდამჭერებს ადგილობრივი დროით 12 საათზე შევჩენკოს სახელობის პარკში შეკრებისკენ მოუწოდებს, საიდანაც მაიდანზე მსვლელობას გეგმავს.

„ყველას მოგეხსენებათ სამშაბათის მოვლენებმა გვერდით ჩამიარა. გუშინ ხმა დავკარგე, დღეს კი სიცხემ ამიწია, თუმცა პირობას ვდებ 10 დეკემბრის მარშისთვის მწყობრში ვიქნები თქვენს გვერდით!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის საფუძველზე ძებნაში გამოაცხადა. კერძოდ, მას ბრალად ედება თავდასხმა, დანაშაულის მცდელობა; დანაშაულის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით; დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დამალვა.