უკრაინული მედია - მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში კიევის დროით 16:00 საათზე გაფრინდა
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერანტორი, რომელიც რამდენიმე საათის წინ კიევში რესტორანში SULUGUNI დააკავეს, პოლონეთში უკვე გაფრინდა.
უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილი კიევიდან ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ჩარტერული რეისით გაფრინდა.
როგორც მედიასაშუალებები წერენ, ეს არ არის დეპორტაცია, არამედ რეადმისია, ანუ არალეგალის დაბრუნება იმ ქვეყანაში, სადაინაც უკრაინის საზღვარი გადაკვეთა.
შეგახსენებთ, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორანში SULUGUNI დააკავეს. სოციალურ მედიაში სააკაშვილის დაკავების ვიდეომასალაც გავრცელდა.