უკრაინული მედია – მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში კიევის დროით 16:00 საათზე გაფრინდა
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერანტორი, რომელიც რამდენიმე საათის წინ კიევში რესტორანში SULUGUNI დააკავეს, პოლონეთში უკვე გაფრინდა.
უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილი კიევიდან ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ჩარტერული რეისით გაფრინდა.
როგორც მედიასაშუალებები წერენ, ეს არ არის დეპორტაცია, არამედ რეადმისია, ანუ არალეგალის დაბრუნება იმ ქვეყანაში, სადაინაც უკრაინის საზღვარი გადაკვეთა.