უკრაინული მედია - კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარს, მიტროპოლიტ პაველს კორონავირუსი დაუდგინდა
უკრაინული მედია - კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარს, მიტროპოლიტ პაველს კორონავირუსი დაუდგინდა

კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარს, მიტროპოლიტ პაველს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც იუწყებიან, მიტროპოლიტი რამდენიმე დღის წინ შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც მას „კოვიდ 19“ დაუდასტურდა.

უკრაინული მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ მიტროპოლიტმა პაველმა ღვთისმსახურება მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ ონუფრისთან ერთად ჩაატარა.

მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი პაველი (ლებედი) მკაცრად აკრიტიკებდა უკრაინის ხელისუფლებას ეკლესიებში ღვთისმსახურების შეზღუდვის რეკომენდაციის გამო.

პაველმა მოუწოდა მრევლს, ხშირად მივიდნენ ეკლესიებში, რადგან კორონოვარუსის პანდემიის მიზეზი, მისი მოსაზრებით, „ადამიანების ცოდვებია“.

ის მოუწოდებდა მრევლს, „მისულიყვნენ წირვაზე, ზიარებაზე და ერთმანეთს გადახვეოდნენ“.

4 აპრილს კი კიევ-პეჩერის ლავრა მორწმუნეებისთვის დახურეს. ღვთისმსახურება დახურულ კარს მიღმა იმართება.