უკრაინული მედია – პუტინის ახალი სუპერიახტა თურქულ გემთმშენებელ ქარხანაში რემონტდება, სადაც ნატო-ს ხომალდები შენდება

19:23, 20.11.2023

პუტინის ახალი სუპერიახტა თურქულ გემთმშენებელ ქარხანაში რემონტდება, სადაც ნატო-ს ხომალდები შენდება, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

მედიის ინფორმაციით, ცენტრ „დოსიეს“ კვლევამ პუტინის იახტა, რომელიც წყალქვეშა ნავების მშენებელ „სევმაშის“ ქარხანაში აშენდა, ტუზლას გემთშენებელ ქარხანაში აღმოაჩინა.

პუტინის იახტა – „ვიქტორია“ რეგულარულად სტუმრობს კონცხ იდოკოპასთან მდებარე პუტინის სასახლეს.

მსგავსი