უკრაინული მედია - 17 თებერვალს სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 60-ჯერ დაარღვიეს, შედეგად ორი უკრაინელი ჯარისკაცი და ხუთი სამოქალაქო პირი დაშავდა
უკრაინული მედია - 17 თებერვალს სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 60-ჯერ დაარღვიეს, შედეგად ორი უკრაინელი ჯარისკაცი და ხუთი სამოქალაქო პირი დაშავდა

17 თებერვალს უკრაინელმა სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 60-ჯერ დაარღვიეს, რის შედეგად ორი უკრაინელი ჯარისკაცი და ხუთი სამოქალაქო პირი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სეპარატისტების მიერ არტილერიით და ნაღმმტყორცნებით განხორციელებულმა დაბომბვამ, ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი დააზიანა, ორი კერძო სახლი კი დაანგრია.

უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, სეპარატისტებმა 43 შემთხვევაში მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი გამოყენეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 18 თებერვლის დილას სეპარატისტებმა ექვსჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, მათ შორის ოთხჯერ – მინსკის შეთანხმებით აკრძალული შეიარაღებით.