უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა
უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დიალოგი იყო შინაარსიანი და ხანგრძლივი.
უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სატელეფონო საუბარი, ისევე როგორც ჩინეთში უკრაინის ელჩის დანიშვნა, „ძლიერ ბიძგს მისცემს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას“.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური პეკინი ნეიტრალიტეტს ემხრობა და ღიად არ განიხილავს რუსეთ-უკრაინის ომს. თუმცა გასულ თვეს სი ძინპინი მოსკოვს სტუმრობდა.