უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში საჭიროა სამი-ოთხი კვირით კარანტინის რეჟიმის გამოცხადება
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში საჭიროა სამი-ოთხი კვირით კარანტინის რეჟიმის გამოცხადება

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყანაში დაუყოვნებლივ საჭიროა სამი-ოთხი კვირით კარანტინის რეჟიმის გამოცხადება. არსენ ავაკოვის თქმით, უკრაინის მთავრობა ამ საკითხზე უკვე მუშაობს.

„არ არის საჭირო პოლიტიკური ლოზუნგებისა და პოლიტიკური ფორმულირებების საფარქვეშ დამალვა, რადგან საქმე ეხება ძალიან დიდ სისტემურ რისკებს, რაც ადამიანების ჯანმრთელობას ემუქრება“, – განაცხადა ავაკოვმა.

მისივე თქმით, კარანტინის გამოცხადების შემთხვევაში, მოსახლეობის ნაწილი დაზარალდება და სახელმწიფო მათ უნდა დაეხმაროს.

ავაკოვის განცხადებით, თუ კარანტინი ახლავე გამოცხადდება, მაშინ ეს რეჟიმი შეიძლება ახალ წელს გაუქმდეს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ბოლო 24 საათში ვირუსის 15 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.