უკრაინის საზღვაო ძალებში აცხადებენ, რომ უკრაინა დროებითი დერეფნის მეშვეობით შვიდმა გემმა დატოვა
უკრაინის საზღვაო ძალებში აცხადებენ, რომ უკრაინა დროებითი დერეფნის მეშვეობით შვიდმა გემმა დატოვა.
„განახლებული მონაცემებით, ახალი დერეფნით შვიდმა გემმა გაცურა. პროცესი გრძელდება, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ტერიტორიული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა უკრაინის საზღვაო ძალების პრესსპიკერმა, დიმიტრი პლეტენჩუკმა.
პლეტენჩუკის თქმით, შავ ზღვაში უკრაინულ გემებს მთავარ საფრთხეს რუსული „შაჰედები“, რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები უქმნიან.
„ჩვენი ტერიტორიული წყლების შემდეგ გემები რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ტერიტორიულ წყლებში, ბოსფორის სრუტემდე შედიან. ეს უკვე ნატო-ს წევრი ქვეყნების ზღვაა და, შესაბამისად, დარტყმა ამ ტერიტორიაზე არის დარტყმა ამ ქვეყნებზე“, – განაცხადა პლეტენჩუკმა.