„როიტერი“ - ჩინეთისა და რუსეთის გემებმა იაპონიის კუნძულების გავლით ერთობლივად გაცურეს
„როიტერი“ - ჩინეთისა და რუსეთის გემებმა იაპონიის კუნძულების გავლით ერთობლივად გაცურეს

იაპონიის განცხადებით, ჩინეთისა და რუსეთის გემებმა ერთობლივად გაცურეს იაპონიის კუნძულების გავლით. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

იაპონიის მთავრობის განცხადებით, რუსეთისა და ჩინეთის 10 საზღვაო ხომალდისგან შემდგარმა ჯგუფმა, ჰოკაიდოსა და ჰონსიუს კუნძულებს შორის მდებარე ცუგარუს სრუტეში თავისუფალი ცურვა განახორციელეს.

იაპონიის მთავრობის თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთისა და ჩინეთის საზღვაო ხომალდების ჯგუფმა ერთობლივი ცურვა განახორციელეს იაპონიის ტერიტორიულ წყლებში. მთავრობის განცხადებით, იაპონია ყურადღებით და დიდი ინტერესით ადევნებს თვალს რუსეთისა და ჩინეთის გემების საქმიანობას იაპონიასთან ახლოს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გემების მიერ იაპონიის ტერიტორიული წყლების და საერთაშორისო ნორმების დარღვევა არ მომხდარა. აღსანიშნვაია, რომ 14-17 ოქტომბერს რუსეთმა და ჩინეთმა ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს იაპონიის ზღვაში, რომელშიც რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის სამხედრო და დამხმარე გემები მონაწილეობდნენ.