„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, დღეს შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო ხომალდები შევლენ
„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, დღეს შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო ხომალდები შევლენ

„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, დღეს შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო ხომალდები შევლენ.

როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, გემებმა უკვე გაიარეს დარდანელის სრუტე და მარმარილოს ზღვის გავლით ბოსფორის მიმართულებით მიცურავენ.

ხომალდები შავი ზღვის აკვატორიაში დღეს საღამოს იქნებიან.

ხომლდებს შორის არის ნიდერლანდების ფლოტის შემადგენლობაში შემავალი „ევრსტონი“, კანადური ფრეგატი „ტორონტო“, ესპანური „სანტა მარია“ და თურქული „გელიბოლუ“. ჯგუფში შედის დამხმარე ფრანგული ხომალდი „ვარი“.

როგორც იუწყებიან, პირველ აპრილს კანადური და ესპანური ფრეგატები პირველ აპრილს ოდესაში შევლენ.

დატოვე კომენტარი