უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს კიევისკენ რუსეთის მიერ გაშვებული ირანული წარმოების 31 კამიკაძე დრონიდან უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 29 გაანადგურა
გასულ ღამეს კიევისკენ რუსეთის მიერ გაშვებული ირანული წარმოების 31 კამიკაძე დრონიდან უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 29 გაანადგურა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.
საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა კამიკაძე დრონები ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან გაუშვა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა დრონი დედაქალაქის მისადგომებთან ან კიევის ცაში გაანადგურა.
შეგახსენებთ, უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული იერიშის შედეგად კიევში ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.