უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ ოდესის ოლქის მიმართულებით გაშვებული ოთხივე რაკეტა და ერთი დრონი გაანადგურეს

12:25, 25.08.2023

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის მიერ ოდესის ოლქის მიმართულებით გაშვებული ოთხივე რაკეტა და ერთი დრონი გაანადგურეს.

როგორც უკრაინის საჰაერო ძალებში აღნიშნავენ, ღამით ოკუპანტის ძალებმა საჰაერო და საზღვაო ბაზირების რაკეტები გაუშვეს შავი და აზოვის ზღვების აკვატორიებიდან. კერძოდ, რუსეთმა უკრაინის სამხრეთი ოლქების მიმართულებით Х-59-ის ტიპის ორი საავიაციო და „კალიბრის“ ტიპის ორი ფრთოსანი რაკეტა გაუშვა.

გარდა ამისა, რუსეთის ძალებმა დნეპროპეტროვსკისკენ გაუშვეს „შაჰიდის“ ტიპის კამიკაძე დრონი. ხუთივე სამიზნე უკრაინის საჰაერო ძალების მიერ განადგურებულია.

მსგავსი