უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ ღამით „შაჰედის“ ტიპის 11 უპილოტო საფრენი აპარატიდან ათი გაანადგურეს
უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ ღამით „შაჰედის“ ტიპის 11 უპილოტო საფრენი აპარატიდან ათი გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა ღამით „შაჰედის“ ტიპის 11 უპილოტო საფრენი აპარატიდან ათი გაანადგურეს.

ამასთან, უკრაინის გენშტაბის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 84 სამხედრო შეტაკება მოხდა, ხოლო უკრაინელმა დამცველებმა ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით 21 თავდასხმა მოიგერიეს.

სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს რაიონებში 100-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოხვდა.