უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი შესაძლოა, ბრიუსელში ენტონი ბლინკენს შეხვდეს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი შესაძლოა, ბრიუსელში ენტონი ბლინკენს შეხვდეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი შესაძლოა, ბრიუსელში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დმიტრო კულებასა და ენტონი ბლინკენის შეხვედრა შესაძლოა, ნატო-უკრაინის კომისიის სხდომის შემდეგ გაიმართოს.

ნატო-უკრაინის კომისიის სხდომის ჩატარების ინიციატივით უკრაინული მხარე ქვეყნის საზღვართან რუსი სამხედროების გააქტიურების შემდეგ გამოვიდა.