უკრაინის საბაჟო სამსახური - ჰუმანიტარული დახმარების 9 000 ტვირთიდან 3 000-ზე მეტ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ ტვირთმა უკრაინელ სამხედროებამდე მიაღწია
უკრაინის საბაჟო სამსახური - ჰუმანიტარული დახმარების 9 000 ტვირთიდან 3 000-ზე მეტ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ ტვირთმა უკრაინელ სამხედროებამდე მიაღწია

3 000-ზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინელ სამხედროებამდე არ მისულა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახური ავრცელებს.

„დასტურდება, რომ გასული ცხრა თვის განმავლობაში უკრაინელი სამხედროებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების გადაადგილების 9 000 ფაქტიდან 3 000-ზე მეტ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ ტვირთს სამხედრო ქვედანაყოფებამდე მიეღწიოს“, – წერია საბაჟო სამსახურის განცხადებაში.

ამ დროისთვის მებაჟეებმა სამართალდამცავ უწყებებს 387 შეტყობინება გაუგზავნეს დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებზე. ასევე, საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე შედგენილია 320 ოქმი, სადაც დარღვევის ობიექტს წარმოადგენდა ჰუმანიტარული დახმარების საქონელი.

საბაჟო სამსახურში აცხადებენ, რომ ჰუმანიტარული დახმარების ნიღბით კომერციული საქონლის იმპორტი არღვევს მოქმედ კანონმდებლობას და ისჯება კანონით.