უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 90 დღით გაახანგრძლივა
უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 90 დღით გაახანგრძლივა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის და საყოველთაო მობილიზაციის კიდევ 90 დღით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ რადას დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს.

გადაწყვეტილებას პარლამენტის 339-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

შესაბამისი დადგენილება პარლამენტს პრეზიდენტმა წარუდგინა.

ამგვარად, საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია უკრაინაში 9 ნოემბრამდე გახანგრძლივდა.