უკრაინის რადამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა
უკრაინის რადამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა

უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ალექსეი გონჩარუკი თანამდებობიდან გადააყენა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

პრემიერის გადაყენებას უკრაინის რადას 353-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერის გადაყენება მთელი მთავრობის გადაყენებას ნიშნავს.

გონჩარუკის შესაძლო გადაყენების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა მედიასაშუალებაში თებერვალში გავრცელდა. ჟურნალისტების ვერსიით, ქვეყნის ახალ პრემიერად ბიზნესმენი და პოლიტიკოსი სერგეი ტიგიპკო განიხილებოდა.

3 მარტს გამოცემა „უნიანს“ წყარომ აცნობა, რომ პარტიულ სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ახალი პრემიერის პოსტზე გუნდს ვიცე-პრემიერის, დენის შმიგალის კანდიდატურა შესთავაზა.